ახალი იერი და შეგრძნება

New Look 1st image

ჩვენ სხვადასხვა ბმულებსა და ღილაკებს შევმატეთ ფერები, რათა დავეხმაროთ მომხმარებლებს, უკეთესად გაერკვნენ თუ რა არჩევანი აქვთ.

  • მწვანე „დამატების“ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ ისტორიულ ჩანაწერებში მითითებული ადამიანი დაამატოთ „FamilySearch“-ის ოჯახურ ხეს. „თუ წინაპარი უკვე არის ოჯახურ ხეზე, მწვანე ღილაკი „დამატება“ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინაპრის გვერდზე რამე დეტალის ან ფაქტის დასამატებლად .
  • იასამნისფერი „შედარების“ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ჩანაწერებსა და ოჯახურ ხეზე მითითებული ადამიანი ერთი და იგივეა თუ არა. თუ ასეა, შეგიძლიათ, ეს ჩანაწერი მიამაგროთ ამ ადამიანის პირადი ანგარიშის გვერდზე.
  • „განცალკევების“ ღილაკის საშუალებით, შეგიძლიათ განაცალკეოთ უკვე დაკავშირებული ისტორიული ჩანაწერი და ადამიანი ოჯახური ხიდან . ამის გაკეთება მიზანშეწონილია, როდესაც ნახავთ, რომ ისტორიულ ჩანაწერებში მითითებული ადამიანი არ არის ოჯახურ ხეზე მოხსენიებული ადამიანი.
New Look_ 2nd Image.png

ოჯახურ ხეზე არსებული ისტორიული ჩანაწერებისა და პირადი ანგარიშების სანახავად ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი დათვალიერების პანელი, რომელიც განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს.

  • ეს პანელი არის წყაროსთან დამაკავშირებელი იარაღის მნიშვნელოვანი დამატება, რადგან ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ნახოს ინფორმაცია იარაღიდან გაუსვლელად.
  • პანელი იხსნება ადამიანის სახელზე ან ჩანაწერის დათვალიერების ღილაკზე დაწკაპუნებით.
moduleTitle