განსაზღვრა იმისა, წყარო ესადაგება თუ არა თქვენს წინაპარს

source match Top Image.png

დამთხვევის იდენტიფიცირება იოლი არ არის. ეს რჩევა ექსპერტებისაგან დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ჩანაწერი ემთხვევა წინაპარს თუ არა:

  • ჰკითხეთ საკუთარ თავს „რამდენად კარგად ემთხვევა წყარო ოჯახურ ხეზე წარმოდგენილ მნიშვნელოვან თარიღებს, ადგილებსა და კავშირებს?“
  • ჰკითხეთ საკუთარ თავს „არის საკმარისი ინფორმაცია იმის დასასკვნელად, რომ ჩანაწერი და ოჯახური ხე აღწერს ერთსა და იმავე ადამიანს?“ გაქრისტიანების ზოგიერთი ჩანაწერი, მაგალითად, დედის ან მამის სახელთა ჩამონათვალი, როდესაც სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ასაკი ან დაბადების თარიღი, არ არის მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ სახელი მნიშვნელოვანია, მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიზანშეუწონელია იმის დასკვნა, რომ წყარო და ოჯახურ ხეზე წარმოდგენილი ადამიანი ერთი და იგივეა.
  • ჰკითხეთ საკუთარ თავს „არის რაიმე მნიშვნელოვანი საეჭვო ნიშნები?“ მაგალითად, გაითვალისწინეთ სიტუაცია, რომლის დროსაც, ჩანაწერში წარმოდგენილი ინფორმაციის დეტალები, ერთი შეხედვით, ემთხვევა ოჯახურ ხეზე წარმოდგენილ ინფორმაციას, გარდა დაბადების წლისა, რომლის ცდომილებაც 15 წელია. ასეთ შემთხვევაში ჩანაწერი შეიძლება, ასახავდეს ბიძაშვილის/მამიდაშვილის/დეიდაშვილის ინფორმაციას.
  • ჰკითხეთ საკუთარ თავს „რამდენად სარწმუნოა ეს ჩანაწერი?“ როგორც წესი, ისტორიული ჩანაწერი, რომელიც ყველაზე ახლოს არის კონკრეტულ მოვლენასთან, უფრო სარწმუნოა. მაგალითად, ჩანაწერი დაბადების შესახებ არის უფრო სარწმუნო დაბადების შესახებ ინფორმაციის დასადგენად, ვიდრე გარდაცვალების ჩანაწერი, რომელიც შეიძლება, ასევე მოიცავდეს ინფორმაციას დაბადების შესახებ.

ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ხარვეზები, გარკვეული ტიპის ჩანაწერებში უფრო ხშირია. მაგალითად, მოსახლეობის აღმწერმა შეიძლება ისე ჩაიწერა სახელები, რომ არ დაუზუსტებია მათი დამწერლობა. ან ადამიანის ასაკი შეიძლება, ყოფილიყო მითითებული ვარაუდით.
ამის საპირისპიროდ, უნდა მოელოდეთ, რომ დაბადების მოწმობაზე მითითებული მონაცემები უფრო სარწმუნო იქნება.

moduleTitle