ოჯახურ ხეზე ინფორმაციის რედაქტირება

edit family tree Top Image.png

წყაროს დამაკავშირებლის მარჯვენა სვეტის დეტალები მოდის ოჯახური ხიდან. თუ პირის სახელის გვერდით შედარების იასამნისფერ ღილაკს ხედავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ზოგიერთი დეტალი. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  1. დააჭირეთ იასამნისფერ შედარების ღილაკს იმ პიროვნების სახელის გვერდით, რომლის ოჯახური ხის დეტალების რედაქტირებაც გსურთ.
  2. დეტალების გაფართოებით, მოძებნეთ იასამნისფერი იარლიყი, რომელზეც წერია „განსხვავებული“. ეს იარლიყი ჩნდება, როდესაც დეტალი წყაროდან (მარცხენა სვეტი) განსხვავდება იმ დეტალისგან, რომელსაც ამჟამად შეიცავს ოჯახური ხე.
    Edit_Second Image.png
  3. დააჭირეთ იასამნისფერი იარლიყის გვერდზე მოცემულ ფანქრის ხატურას .
  4. გამოჩნდება უჯრა ოჯახურ ხეზე მოცემული ინფორმაციით. იპოვეთ შესაცვლელი დეტალი და განაახლეთ.
  5. დააჭირეთ ღილაკს შენახვა.
Edit_Third Image.png

თუ დეტალს, რომლის რედაქტირებაც გსურთ, არ ახლავს ფანქრის ხატურა, განახლების გასაკეთებლად თქვენ უნდა გადახვიდეთ წინაპრის გვერდზე.

  1. წყაროს დამაკავშირებლის მარჯვენა სვეტში დააწკაპუნეთ იმ პიროვნების სახელზე, რომლის ოჯახური ხის ინფორმაციის რედაქტირებაც გსურთ.
  2. შეხედეთ პიროვნების პანელს, რომელიც გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა მხარეს და დააჭირეთ პიროვნების ნახვაზე.
  3. ჩამოდით დეტალების ჩანართზე, სანამ არ დაინახავთ დეტალს, რომლის რედაქტირებაც გსურთ და დააჭირეთ ფანქრის ხატურაზე.
moduleTitle