რა მიზანს ემსახურება FamilySearch და ოჯახური ხე?

ოჯახური ხის საერთო მიზანია, დაგეხმაროთ თქვენი ოჯახის აღმოჩენაში და ამის შედეგად მეტი შეიტყოთ საკუთარი თავის შესახებ.

  • ოჯახური ხე განსხვავდება სხვა მსგავსი გენეალოგიური საიტებისგან იმით, რომ ეს არის ერთიანი, საჯარო ხე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ოჯახებს და არა საიტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შექმნან და მართონ საკუთარი კერძო ხეები. ეს განსხვავება იმაში გამოიხატება, რომ ყველანი ერთად მუშაობენ ერთსა და იმავე მონაცემებზე, რის გამოც, მთელი კაცობრიობის ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა ჩნდება.
  • ოჯახური ხე ადარებს ჩანაწერებსა და წყაროებს, რათა დაგეხმაროთ შეცდომების გამოსწორებაში და დაგიცვათ დუბლიკატების შექმნისგან. ის ასევე გთავაზობთ შეტყობინებებისა და თანამშრომლობის იარაღებს, ამის გარდა ექსპერტის უფასო სატელეფონო მხარდაჭერას, რათა დაგეხმაროთ შეცდომების გამოსწორებაში.
  • ოჯახური ხე ეყრდნობა FamilySearch-ის უზარმაზარ მონაცემთა ბაზას, რათა უზრუნველყოს მინიშნებები ჩანაწერებისთვის. ეს აადვილებს თქვენი და თქვენი წინაპრების წინა თაობების დაკავშირებას.
  • მოგონებების განყოფილება დაგეხმარებათ წინაპრებთან უფრო ღრმა კავშირების დამყარებაში. ის უზრუნველყოფს ადგილს, სადაც შეგიძლიათ, შეინახოთ და გააზიაროთ ფოტოები და ისტორიები.
  • ჩვენ გვსურს, ოჯახური ხე იყოს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. მისი დათვალიერება შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის მობილურ მოწყობილობებზე, ოჯახური ხის და მოგონებების აპლიკაციებით, ან დაბალი გამტარუნარიანობის მქონე ადგილებში, „ოჯახური ხე - მარტივი“-ს ვებგვერდებზე.

იმედი გვაქვს, რომ ოჯახური ხის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ საჯარო გენეალოგიური ოჯახური ხე მსოფლიოში საუკეთესო წყაროებით და მივცეთ საშუალება ოჯახის წევრებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს როგორც წარსულში, ასევე აწმყოში.
მეტი ინფორმაციისთვის FamilySearch-ის შესახებ ეწვიეთ FamilySearch.org/about.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ გავუგზავნო გზავნილი ვინმეს, ვინც წვლილი შეიტანა ოჯახურ ხეზე ან მოგონებებში?
როგორ გამოვიყენო FamilySearch მოგონებები, რათა შევინახო ჩემი წინაპრების ცხოვრების ისტორიები?

moduleTitle