რატომ არის ურთიერთობის კავშირის მაჩვენებლის სტატუსი — „ურთიერთობა ვერ მოიძებნა?“

ზოგჯერ, მომხმარებლის მიერ ურთერთობის შემოწმებისას, გამოჩნდება „ნათესაური კავშირი არ აქვთ“ ან „ურთიერთობა ვერ მოიძებნა.“ ქვემოთ მოცემულია სავარაუდო მიზეზები და გამოსწორების შესაძლო გზები:

ნებართვა უნდა გაააქტიუროთ

როდესაც მომხმარებლები შეტყობინების გაგზავნის გზით უკავშირდებიან ერთმანეთს, მათ შეუძლიათ საკუთარი ნათესაური კავშირის შემოწმება. ნათესაური კავშირის სანახავად საჭიროა, ორივე მომხმარებელმა გაააქტიუროს კავშირის მაჩვენებელი. შედით თქვენს პარამეტრებში და ჩართეთ ურთიერთობის მაჩვენებლის გააქტიურება. ეს თქვენ და სხვა მომხმარებლებს დაგეხმარებათ თქვენს შორის ნათესაური კავშირის ნახვასა და საერთო წინაპრების აღმოჩენაში. ეს ნებართვა გავლენას არ მოახდენს თქვენსა და თქვენი ოჯახური ხის წევრებს შორის ნათესაური კავშირის ნახვაზე.

თქვენი ოჯახური ხისთვის მეტი ინფორმაციაა საჭირო

თუ თქვენი ოჯახის წევრები ოჯახურ ხეზე ჯერ არ დაგიმატებიათ, ვერ შევძლებთ რომელიმე ნათესავის პოვნას. დასაწყისისთვის ოჯახურ ხეზე მხოლოდ ერთი წევრის დამატებაც საკმარისი იქნება, რათა თქვენი მონაცემები ძიებაში გამოჩნდეს.

თუ ოჯახური ხე უკვე შექმნილი გაქვთ, შეიძლება რამდენიმე თაობის დამატება დაგჭირდეთ, რაც დაგვეხმარება სხვებთან თქვენი ნათესაური კავშირის პოვნაში. თქვენს ოჯახურ ხეს (ერთ-ერთი მშობლის წინაპარი) მეტი თაობა დაამატეთ. ეს მეტ მომხმარებელთან ნათესაური კავშირის აღმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ.

საკმარისი ხეები არ არის

საკმარისი ოჯახური ხეები არ არის წარდგენილი თქვენი ქვეყნიდან. ეს ოჯახური ხისთვის ართულებს კავშირის მოძებნას. შეგიძლიათ სხვები წაახალისოთ, რათა მათაც შეავსონ ინფორმაცია ოჯახურ ხეზე, თქვენ კი — თქვენი ინფორმაციის შევსება გააგრძელეთ.

თქვენ საერთო წინაპარი 15 თაობაში არ გყოლიათ

ურთიერთობის მაჩვენებელი ეძებს წინაპრებს 15 თაობამდე და მათ შთამომავლებს 15 თაობამდე. შეიძლება თქვენი საერთო წინაპარი 15 თაობის უკან იყოს.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ ვნახო ჩემი ურთიერთობა პიროვნებასთან ოჯახური ხიდან?
ურთერთობის დატვალიერება: როგორ ჩავრთო/გამოვრთო ფუნქცია „სხვა მომხმარებლებთან ჩემი ურთიერთობის ნახვა?
როგორ ვნახო ჩემი ნათესაური ურთერთობა ,,მოგონებებში" მყოფ პირთან?

moduleTitle