შეიტყვეთ FamilySearch პროფილის შესახებ

ყველას, ვინც რეგისტრირდება FamilySearch-ზე, აქვს ანგარიშის პროფილი. მოახდინეთ თქვენი პროფილის რედაქტირება რათა გადაწყვიტოთ, რა იქნება FamilySearch-ის სხვა მომხმარებლებისთვის საჯაროდ ხილული და რა - კონფიდენციალური.

თქვენი პროფილი მოიცავს შემდეგ ინფორმაციულ პარამეტრებს:

პორტრეტი: პროფილის ფოტოს ატვირთვა თქვენს FamilySearch ანგარიშზე დაეხმარება მომხმარებელს, განგასხვაოთ მსგავსი სახელის მქონე სხვა ანგარიშის მფლობელებისგან. განიხილეთ სტილიზებული ფოტოს ან საყვარელი გრაფიკის ატვირთვა, თუ ნამდვილი ფოტოს გამოქვეყნებით თავს არაკომფორტულად გრძნობთ. თუ ფოტო ჯერ არ აგიტვირთავთ, პორტრეტის სივრცეში გამოჩნდება თქვენი FamilySearch ანგარიშის საკონტაქტო საიდენტიფიკაციოს პირველი ასო.

სახელი: ამ სახელით ცნობილი ხართ FamilySearch-ზე. ამ სახელს ყველა ხედავს; ეს შეიძლება იყოს სრული სახელი, ნაწილობრივი ან სულაც მეტსახელი. სანამ ამ ველს არ გახდით პერსონალურს, თქვენი საკონტაქტო საიდენტიფიკაციო გამოიყენება სახელის ველში. სახელი, რომელსაც აირჩევთ, არ უნდა იყოს აუცილებლად უნიკალური თქვენთვის და შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც დაგიცავთ, თუმცა თქვენი ნაცნობებისთვის ამოსაცნობი იქნება.

საკონტაქტო საიდენტიფიკაციო: საკონტაქტო საიდენტიფიკაციო ენიჭება თქვენს ანგარიშს სისტემაში დარეგისტრირებისას. მისი რედაქტირება შესაძლებელია, თუმცა მაინც უნიკალური უნდა იყოს ანუ 2 ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იგივე საკონტაქტო საიდენტიფიკაციო. ეს საიდენიფიკაციო უკავშირდება ყველაფერს, რასაც ამატებთ ან რედაქტირებას უწევთ FamilySearch-ზე. ნუ გამოიყენებთ პუნქტუაციის ნიშნებს თქვენს საკონტაქტო საიდენტიფიკაციოში.

ადგილმდებარეობა: თქვენი პროფილი მოიცავს თქვენი ქვეყნისა ან რეგიონის ადგილს. ეს სავალდებულო ველია, თუმცა შეიძლება იყოს უფრო პირადი. როცა თქვენი ზოგადი მდებარეობა საჯარო იქნება, ეს დაეხმარება თქვენს მეგობრებს ან სხვა მაძიებლებს, გაგანსხვაონ FamilySearch-ის სხვა მომხმარებლებისგან.

პირადი ანგარიშები

ზოგი ანგარიში ავტომატურად განისაზღვრება, როგორც პირადი.

18 წლამდე: 18 წლამდე პირებისთვის ანგარიშები ავტომატურად პირადია. ანგარიშის მფლობელს შეუძლია, განაახლოს პროფილის ინფორმაცია, მაგრამ პროფილი ყოველთვის პირადი იქნება. თუ თქვენ ხართ 18 ან მეტი წლის და თქვენი ანგარიში მოინიშნა როგორც „პირადი“, დაადასტურეთ, რომ სწორად შეიყვანეთ თქვენი დაბადების ინფორმაცია ანგარიშის პარამეტრებში.

სახელმწიფო შეზღუდვები: ზოგი სახელმწიფო ან კულტურა ზღუდავს პერსონალური ინფორმაციის მოცულობას, რომლის შეკრება ან გაზიარება შესაძლებელია ვებგვერდზე. თუ იცით, რომ თქვენი ანგარიში შეცდომით მოინიშნა როგორც „პირადი“, გადადით FamilySearch პარამეტრებში და დარწმუნდით, რომ ინფორმაცია თქვენი ქვეყნის ან რეგიონის შესახებ სწორად შეირჩა.

moduleTitle