არ ვიცი ზუსტი თარიღი ოჯახურ ხეზე შესაყვანად

თუ ზუსტი თარიღი არ იცით, შეგიძლიათ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით დატოვოთ იგი წელიწადის დროის ან დღის ფარგლებში.

არასრული თარიღი

თუ ზუსტი თარიღი არ იცით, შეგიძლიათ შეიყვანოთ არასრული თარიღები, მაგალითად:

  • 1988
  • აგვისტო, 1988 წ.

გამოთვლილი ან სავარაუდო თარიღი

თუ თარიღი არ იცით, იქნებ შეძლოთ მისი გამოთვლა. მაგალითად: შეგიძლიათ გამოთვალოთ დაბადების თარიღი პიროვნების გარკვეული მოვლენის დროს დაფიქსირებული ასაკის საფუძველზე. ასე რომ, თუ 1860 წ აღწერის დროს პიროვნება ორი წლის იყო, შეგიძლიათ გამოთვალოთ, რომ დაბადების წელი 1858 წელია. ოჯახურ ხეზე შეგიძლიათ შეიყვანოთ გამოთვლილი თარიღი შემდეგნაირად:

  • 1858
  • გამოთვლილია 1858 წ.

გარდაცვალების თარიღები

თქვენ შეგიძლიათ, ივარაუდოთ მოვლენის წელი სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ოჯახურ ხეზე შეგიძლიათ შეიყვანოთ ერთ-ერთი შემდეგი სიტყვა სავარაუდო თარიღთან ერთად:

  • -მდე
  • შემდეგ
  • დაახლოებით

ქვემოთ მოყვანილია სავარაუდო თარიღების შეყვანა.

  • თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ წინაპარი გარდაიცვალა I მსოფლიო ომის დროს. გარდაცვალების თარიღი შეიძლება იყოს დაახლოებით 1914 წ (ომის დაწყების თარიღი; შეგიძლიათ შეიყვანოთ სხვა თარიღიც, თუ იცით, რომ პიროვნება გარდაიცვალა ომის შუაში ან ომის ბოლოს).
  • თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ წინაპარი გარდაიცვალა I მსოფლიო ომის დაწყებამდე. გარდაცვალების წელი შეიძლება იყოს დაახლოებით 1914 წ. -მდე.
  • გაქვთ დაქორწინების თარიღი მაგრამ არა დაბადების თარიღი. შეგიძლიათ, ივარაუდოთ დაბადების წელი დაქორწინების წელზე დაყრდნობით. ასეთი შემთხვევებისთვის გამოყენებული ზოგადი ვარაუდი არის ის, რომ მამაკაცი დაქორწინდა 25 წლის ასაკში, ხოლო ქალი 21 წლის ასაკში. ასე რომ, თუ დაქორწინების თარიღია 1875 წ, შეგიძლიათ ჩაწეროთ ქმრის თარიღი როგორც „დაახლოებით 1850 წ, ცოლის დაბადების თარიღი კი დაახლოებით 1854 წ. (ეს არის ზოგადი წესები და ისინი განსხვავდება სხვადასხვა კულტურისთვის, დროის მონაკვეთისთვისა და ქვეყნისთვის ).
  • თქვენ იცით დაქორწინების თარიღი, მაგრამ არ იცით წყვილის შვილიების დაბადების თარიღი. ამ შემთხვევაში შვილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიახლოებული წელი. ივარაუდეთ პირველი შვილის დაბადება მშობლების დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის დაბადება ამ მოვლენიდან ყოველი ორი წლის შემდეგ. მაგალითად, თუ წყვილი დაქორწინდა 1800 წ და ორი შვილი ჰყავდა, პირველი შვილის დაბადების წელი დაახლოებით 1801 წ, მეორე შვილის მიახლოებული დაბადების წელი კი 1803 წ იქნებოდა.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ოჯახური ცოდნა ან ტრადიცია, როგორც თარიღების წყარო. მაგალითად, თუ ოჯახური ტრადიციის მიხედვით წინაპარი 1876 წ. გათხოვდა და იყო 16 წლის, სავარაუდოდ იგი დაახლოებით 1860 წ. დაიბადა.

თარიღების დიაპაზონი

თქვენ იცით, რომ მოვლენა კონკრეტული დროის ფარგლებში მოხდა. ამ შემთხვევაში, შეიყვანეთ ყველაზე ადრეული და ყველაზე გვიანი თარიღი, როგორც ამ მაგალითში:

არ არის გარდაცვალების თარიღი

იცით, რომ პიროვნება გარდაცვლილია, მაგრამ არ იცით მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი. დააჭირეთ ფუნქციას გარდაცვლილი და ან ცარიელი დატოვეთ თარიღის ველი ან სავარაუდო თარიღი შეიყვანეთ.

თუ პიროვნებას უჩანს გარდაცვალების თარიღი და თქვენ ცდილობთ მის წაშლას, შესაძლოა გამოჩნდეს შენახვის ველის შეცდომა. ამ შემთხვევაში სავარაუდო თარიღისთვის გამოიყენეთ ერთ-ერთი ფორმატი.

სავარაუდო და ნაწილობრივი თარიღები გავლენას ახდენს შვილების დაბადების თანმიმდევრობაზე.

  • სტანდარტული თარიღები განსაზღვრავს შვილების თანმიმდევრობას ან მრავალ მეუღლეს ოჯახურ ხეზე.
  • თუ თქვენ შვილისთვის ან მეუღლისთვის იყენებთ სავარაუდო თარიღს, ისინი შეიძლება თანმიმდევრობის დარღვევით გამოჩნდნენ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მსგავსი შინაარსის სტატიები.

მსგავსი შინაარსის სტატიები

რატომ არ არიან ჩემი წინაპრების და-ძმები თანმიმდევრულად ჩამოთვლილნი ?
როგორ შევიყვანო თარიღები და ადგილები ოჯახურ ხეზე?
როგორ გამოვასწორო მონაცემთა პრობლემები ოჯახურ ხეზე?
ოჯახურ ხეზე თარიღების შეყვანის იარლიყები
როგორ შევიყვანო თარიღები კლასიკური ჩინური ტექსტებიდან ოჯახურ ხეზე?

moduleTitle