წყაროს გამოსახულებისა და ადამიანის გვერდითი პანელის ნახვა

როდესაც გაქვთ შეკითხვები და გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იმ დეტალების შესახებ, რომელთაც ხედავთ იარაღში, სცადეთ გახსნათ ამ წყაროს გამოსახულება ან ადამიანის გვერდითი პანელი.

new view source Top Image.png

წყაროს გამოსახულების ნახვა

წყაროს გამოსახულება არის წყაროს ციფრული სურათი. ბევრ შემთხვევაში, იგი მოიცავს მეტ ინფორმაციას ვიდრე თქვენ ამას ხედავთ წყაროს დამაკავშირებელ იარაღში და შეიძლება გადატანის შეცდომაც კი გამოავლინოს.

წყაროს გამოსახულების სანახავად დააწკაპუნეთ წყაროს დამაკავშირებელ იარაღის ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებულ ღლაკზე გამოსახულების ნახვა.

new View Panel_2nd Image.png

რა განსხვავებაა ჩანაწერის ნახვასა და გამოსახულების ნახვას შორის?

როდესაც დააწკაპუნებთ ჩანაწერის ნახვა-ზე, დაინახავთ ორგანიზებულად შედგენილი დეტალების ნუსხას, რომელიც გადმოტანილი იქნა წყაროდან.

როდესაც დააწკაპუნებთ გამოსახულების ნახვა-ზე, დაინახავთ კონკრეტული წყაროს ციფრულ სურათს, რომელიც გადმოტანილ იქნა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ დაინახავთ დაბადების მოწმობის ფოტოსურათს, მოსახლეობის აღწერის გვერდს, გარდაცვალების მოწმობას ან სხვა ისტორიულ დოკუმენტს.

ადამიანის გვერდითი პანელის ნახვა

ადამიანის გვერდითი პანელი გამოისახება ეკრანზე, როდესაც დააწკაპუნებთ წყაროს დამაკავშირებელი იარაღის მარჯვენა სვეტში განთავსებულ სახელზე. ეს პანელი გაძლევთ წვდომას ოჯახურ ხეზე წარმოდგენილი წინაპრის პირადი ანგარიშის გვერდზე მოცემული ინფორმაციის დიდ ნაწილზე.

  • გვერდითი პანელის სანახავად, წყაროს დამაკავსირებელის მარჯვენა სვეტში მოძებნეთ სახელი და დააწკაპუნეთ მასზე.
  • ან დააწკაპუნეთ ნახვა _______ (ადამიანის სახელი), რომელიც განთავსებულია წყაროს დამაკავშირებელის თავში.
new View Panel_3rd Image.png

moduleTitle