წყაროს მიმაგრება ოჯახურ ხეზე მყოფ პირზე

წყაროს დამაკავშირებელი იყენებს შედარების იასამნისფერ ხატურას რათა შეგატყობინოთ, რომ მარცხენა სვეტში (წყარო) არის ინფორმაცია, რომელიც მარჯვენა სვეტში (ოჯახური ხე) აკლია.

attach source Top Image.png

თუ გადაწყვეტთ, რომ სვეტები აღწერს ერთსა და იმავე ადამიანს, შეგიძლიათ გადაიტანოთ ინფორმაცია მარცხენა სვეტიდან მარჯვენა სვეტში ისე, რომ იგი ორივე სვეტში გამოჩნდეს. ამას ვეძახით წყაროს მიმაგრებას ოჯახურ ხეზე. მოდით, დეტალურად ვნახოთ, როგორ მუშაობს.

  1. გახსნილ წყაროს დამაკავშირებელი, დააჭირეთ იასამნისფერ ღილაკს შეადარეთ ხატურა. თუ ვერ ხედავთ „შეადარეთ ხატურა“-ს, წყარო უკვე მიმაგრებულია ან ის არ შეიცავს ახალ ინფორმაციას.  
  2. შედარებაზედაჭერის შემდეგ, წყაროს დამაკავშირებელის 2 სვეტი გაფართოვდება ისე, რომ თქვენ შეძლებთ ნახოთ დეტალები ჩანაწერში (მარცხენა სვეტი) და შეადაროთ ისინი ოჯახურ ხეზე უკვე მოცემულ დეტალებს (მარჯვენა სვეტი).  
  3. ახალ ან აქამდე უცნობ დეტალს ახლავს მწვანე პლუს ღილაკი.  
  4. ოჯახურ ხეზე დეტალის დასამატებლად დააჭირეთ მწვანე პლუს ღილაკს.  
    Attach to Person_2nd Image.png
  5. „მიზეზის“ განყოფილებაში შეიყვანეთ განმარტება. მოკლედ ახსენით, რატომ ფიქრობთ, რომ ჩანაწერი საიმედო შესატყვისია ხეზე მოცემული პიროვნებისთვის. ეს დაეხმარება სხვა მომხმარებლებს, ენდონ თქვენ მიერ შეტანილ წვლილს.   

რას ნიშნავს „განსხვავებული“ იასამნისფერი მონიშვნა

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩანაწერის დეტალები სულაც არ არის ახალი, მაგრამ ის უბრალოდ განსხვავდება იმისგან, რასაც ხედავთ წყაროს დამაკავშირებელ ოჯახური ხის მხარეს. მაგალითად, სახელი შეიძლება სხვაგვარად იყოს დაწერილი, ან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენის თარიღი შეიძლება იყოს განსხვავებული.

როდესაც ეს მოხდება, თქვენ ვერ დაინახავთ მწვანე პლუს ღილაკს. ამის ნაცვლად, დეტალს დაერთვება იასამნისფერი მონიშვნა, რომელშიც მოცემულია სიტყვა „განსხვავებული“ და პატარა ფანქრის ხატურა ოჯახურ ხეზე ინფორმაციის რედაქტირებისთვის.

  • რადგან წერია „განსხვავებული“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჭიროა ცვლილება.  
  • თუ გადაწყვეტთ, რომ მარცხენა სვეტის ინფორმაცია უფრო ზუსტი ან სრულია, დააწკაპუნეთ ფანქრის ხატურაზე და შეასრულეთ თქვენი რედაქტირება.  
  • თქვენი შესწორება ხდის ხეს უფრო ზუსტსა და სანდოს სხვა მომხმარებლებისთვის.  
Attach to Person_3rd Image.png

moduleTitle